ალამბრის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა მაკულატურის შეგროვების კონკურსში გაიმარჯვეს და ზამთრის ბანაკში იმყოფებოდნენ
05-03-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის,  ალამბრის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ,,ჩვენ და გარემოს“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი კუთხით უამრავ წარმატებას მიაღწიეს.

ერთ-ერთი მათგანი კი იყო USAID WMTR II პროგრამის გამოცხადებული მაკულატურის შეგროვების კონკურსი, რომელშიც ეკო-კლუბის წევრებმა გაიმარჯვეს და ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, ზამთრის ბანაკში, გაემგზავრნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბანაკში ეკო-კლუბის წევრებს ტრენინგები ჩაუტარდათ გარემოსდაცვით თემებზე, მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე  და იმ ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები გვთავაზობენ.

ბანაკის დასასრულს ეკო-კლუბის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, USAID ეკონომიკური განვითარების დირექტორმა ვერონიკა ლიმ და CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203