ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემში მცხოვრებ დედებს 3 მარტი მიულოცეს.
მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები და სამ მარტს იმ „მარტოხელა“ დედებს ესტუმრნენ, ვისი შვილებიც საბერძნეთში, სომხეთში ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
მისალოც ბარათებთან ერთად მოსწავლეებმა მათ სიმბოლურად იები გადასცეს და დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა უსურვეს.
აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები