მცხეთის მუნიციპალიტეტის, დავით გურამიშვილის სახელობის საგურამოს საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ტესტირებაში 24 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან სამი - ქეთევან თადიაშვილი (მე-8 კლასი), მაიკო მექერიშვილი ( მე-9 კლასი) და ნინო თადიაშვილი ( მე-10 კლასი) მე-2 ტურში გადავიდნენ.
სკოლა აღსაზრდელებს წარმატებებს უსურვებს.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები