ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლეები სემინარში - „ახალგაზრდა თაობის როლი გარემოს დაცვის საკითხებში“ მონაწილეობდნენ
05-03-2019

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ყარაჯალას საჯარო სკოლის ქართული სექტორის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები სემინარში - „ახალგაზრდა თაობის როლი გარემოს დაცვის საკითხებში“ მონაწილეობდნენ. 

სემინარი არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და მეცნიერების“ და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. მადლობა ყარაჯალას საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს ბიოლოოგიის აკადემიურ დოქტორს, ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორს თეა მუსელიანს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203