„ბლექ სი არენა“ სამართავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა
05-03-2019

შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

აღნიშნულ განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

როგორც etaloni.ge-ს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ სამინისტროსთვის გადაცემის პროცედურები ჯერ არ დასრულებულა.

ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. დარბაზი 10 000-მდე მაყურებელს იტევს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203