თბილისის N103 საჯარო სკოლა სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტურნირის მეოთხედფინალში სკოლის გოგონათა გუნდმა, ფრენბურთში, დაძაბულ და საინტერესო თამაშში, თბილისის N115 საჯარო სკოლის გუნდი 2:0 დაამარცხა.
გუნდის მომდევნო მეტოქე ნახევარფინალში თბილისის N155 საჯარო სკოლა იქნება. ნახევარფინალური მატჩი 2 მაისს გაიმართება.
სკოლა გოგონებს შემდეგი ეტაპის მატჩებში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები