გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ პედაგოგებიც მათთან ერთად კითხულობდნენ საყვარელ ლექსებს. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ასეთი საღამოები ტრადიციად იქცეს.
„ეს ერთ-ერთი ხელშემწყობი საშუალება იქნება წიგნის პოპულარიზაციისა და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებისა. ამავე მიზანს ემსახურებოდა მეორე კლასში განხორციელებული აქტივობები. პატარები სიხარულით და სიამაყის განცდით იყვნენ სავსენი, რომ უკვე იციან კითხვა და შეუძლიათ უფროსებთან ერთად აღნიშნონ ეს თარიღი“ - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა თეონა ჯუღელმა.
იხილეთ ფოტოები