არლის საჯარო სკოლის გუნდმა მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალურ ტურში წარმატებით იასპარეზა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, არლის საჯარო სკოლის გუნდმა მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2019“ ნახევარფინალურ ტურში პირველი ადგილი დაიკავა.
სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტური 2019 წლის 3 მარტს თბილისში გაიმართა.
კონკურსის მთავარი თემაა - მდგრადი განვითარების მიზნები.
კონკურსში სამცხე-ჯავახეთის 10 სკოლა მონაწილეობდა, მათ შორის იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში დამსახურებულ წარმატებას ვულოცავთ პროექტის თითოეულ მონაწილეს. განსაკუთრებით არლის საჯარო სკოლის გუნდს, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, ვუსურვებთ წარმატებებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
კონკურსის ფინალურ ტური 21 მარტს გაიმართება.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან ტარდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.
იხილეთ ფოტოები