გარდაბნის N3 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასში დაწყებითი კლასის მასწავლებელმა სევდა შახვერდიევამ მათემატიკაში ღია გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო - „ერთეულები და ათეულები“.
გაკვეთილს შეფასების ჯგუფის წევრები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები და მრავალფეროვანი რესურსები გამოიყენა. მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად.
„საინტერესო იყო ჯგუფური მუშაობა ასაწყობი კუბების გამოყენებით, ინდვიდუალური სამუშაო, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით მუშაობა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა კოლეგებისა და მოსწავლეების მხრიდან“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები