ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, საღანძილის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი „სარსარაკი“ (ხელმძღვანელი ეკა მესხი) მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2019“ ნახევარფინალურ ტურში მონაწილეობდა.
ნახევარფინალურ ტური ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის მუშაობის პრეზენტაცია ანა კიკნაძემ (8-ე კლასი) წარადგინა.
გუნდი აქტიური მონაწილეობისათვის კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის მიერ სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტო