ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად მონაწილეობენ.
წელს ჩემპიონატში 24 მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან, ერთმა მოსწავლემ, ანა დოლუაშვილმა მოიპოვა ნახევარფინალში მონაწილეობის უფლება, ხოლო 12 მოსწავლემ 51 ქულიანი ბარიერი გადალახა და ეტალონის სერტიფიკატი მიიღო.
მოსწავლეები სკოლის დირექტორმა, ჯ. ტერუნაშვილმა დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები