ზოდის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართეს პრეზენტაცია „თოვდა და თბილისს ეხურა თალხი“.
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო, წაიკითხეს კოლაუ ნადირაძის ლექსი და გამართეს საინტერესო დისკუსია.
„მათ პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ იუნკერების ხსოვნას, აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გამოთქვეს იმედი, რომ ეს ოკუპაცია მალე დასრულდება და ერთიან, ძლიერ საქართველოში მოუწევთ ცხოვრება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები