დამამთავრებელი კურსის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, კვალიფიკაციის მინიჭებამდე, შესაძლოა, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეთ.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრების მასწავლებლის პროფესიაში მოზიდვას.
„მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდების მოზიდვის კუთხით, სასურველი ცვლილება იქნება თუ დამამთავრებელი კურსის პედაგოგიური ფაკულტეტების სტუდენტებს უფლება მიეცემათ, ჩააბარონ გამოცდა, რადგან რეგისტრაცია ბევრად უფრო ადრე ცხადდება, ვიდრე ამ ახალგაზრდებს უნივერსიტეტები მიანიჭებენ კვალიფიკაციას და იმისთვის, რომ ერთი წელი არ დაკარგონ, საჭიროდ მიგვაჩნია, მათ ჰქონდეთ გამოცდაზე გასვლისა და რეგისტრაციის უფლება“, - აღნიშნა მანანა რატიანმა.