მარტვილის მუნიციპალიტეტის, ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობას“ ინიციატივით ბულინგის თემაზე ღონისძიება გაიმართა.
კლუბის კურატორი მასწავლებელი რომანოზ ქიქავა მოსწავლეებს და მასწავლებლებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბულინგზე, მის სახეებსა და სავალალო შედეგებზე ესაუბრა.
ასევე მოეწყო ფილმის ჩვენება. კონოჩვენების შემდეგ კი მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.
იხილეთ ფოტოები