ვარდისუბნის საჯარო სკოლა გარემოსდაცვით პროექტებში აქტიურად ჩაერთო
06-03-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის  მოსწავლეები და დამრიგებელი ნადეჟდა წიქარიშვილი პროექტს ,,ბუნების ჰარმონია 2019“ აქტიურად ახორციელებენ. 

პროექტი ითვინინგ პორტალზე ხორციელდება, რომლის ფარგლებში ვარდისუბნის საჯარო სკოლასა და რუმინეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლას შორის გაფორმდა მემორანდუმი. პროექტს ვარდისუბნის საჯარო სკოლის პეადგოგი ხათუნი ასანიძე და რუმინელი მასწავლებელი კიუბუკ იულიანა ხელმძღვანელობენ. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა აქტივობა თემაზე „ბუნების ქომაგები“ განახორციელეს. მათ დაამზადეს პლაკატები და ქაღალდის გულსაბნევები, წარწერით „გავუფრთხილდეთ ბუნებას“. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს დამოკიდებულება, თუ როგორი სასიცოცხლო  მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანისათვის, თუ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ტყე  გავაშენიანოთ და არ მოიჭრას არცერთი ხე. მათ მოუწოდეს საზოგადოებას და მოსწავლეებს, რომ დაიცვან ბუნება და გარემო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203