დუშეთის მუნიციპალიტეტის, ქვეშეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ლომისის“ წევრები არიან, დედის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში მონაწილეობისთვის შპს „ერთსულოვნებამ“ სამკერდე ნიშნით და დიპლომებით დააჯილდოვა.
დიპლომი და მედალი გადაეცა სკოლასაც.
სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„ვუსურვებთ წარმატებებს პატარა ლამაზ მოცეკვავეებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო