დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლაში გაკვეთილების შემდეგ სხვადასხვა წრეები წარმატებით ფუნქციონირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ერთ-ერთია ,,პატარა მათემატიკოსების“ წრე, რომელშიც მასწავლებელმა თამარ ბლიაძემ მეორე კლასის მოსწავლეები გააერთიანა.
„თითოეული შეხვედრა დატვირთულია სიახლეებით, რასაც ხალისით ,,იტაცებენ" მოსწავლეები. ამ წრეზე მათ უვითარდებათ დაკვირვების, ანალიზისა და სინთეზის, ჯგუფში მუშაობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. აღნიშნულს კი სასიკეთოდ იყენებენ უკვე გაკვეთილებზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტობი