დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში დავითობა აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ხელოვნების მასწავლებელმა მარინე ვეფხვაძემ მოაწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა.
ისტორიის მასწავლებლის ორგანიზებით კი მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფორმატით წარმოადგინეს დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა.
დღე დასრულდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ექსკურსიით ქუთაისში, გელათის მონასტერში.
იხილეთ ფოტოები