ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოჩხეთის საჯარო სკოლაში პედაგოგმა ნინო გორგიძემ პირველი კლასის მოსწავლეებთან ერთად ანბანის გაცილება ღია გაკვეთილით შეაჯამა.
გაკვეთილს სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და ცდილობდნენ თავიათი ცოდნა წარმოეჩინათ.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დედებს დედის დღე მიულოცეს თავიანთი ხელით დამზადებული სადღესასწაულო ბარათებით და ლამაზი ვიდეო რგოლით.
იხილეთ ფოტოები