დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში დედის დღეს ინტეგრირებული გაკვეთილი მიეძღვნა
06-03-2019

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ხელოვნებაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი დედის დღეს მიეძღვნა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული. 

„მოსწავლეებმა საინტერესოდ და შემოქმედებითად დატვირთულ აქტივობებს კარგად გაართვეს თავი. ხელოვნების მასწავლებელმა ნათია პოპიაშვილმა, სპეციალურმა მასწავლებლებმა - თამარ პოპიაშვილმა და ირინა ფიროსმანაშვილმა და ასევე კლასის დამრიგებელმა ნანა ბეგიაშვილმა დიდი შრომა და ენერგია ჩადეს ამ გაკვეთილის საინტერესოდ წარმართვაში, იზრუნეს იმაზეც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმაც დაამზადეს მისალოცი ბარათები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203