პედაგოგებმა და მშობლებმა გამგებელს მადლობა გადაუხადეს სკოლებში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო.
დათო გოგუამ აღნიშნა, რომ მომავალშიც, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, ხელს შეუწყობს სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და იმ პრობლემების აღმოფხვრას, რომელიც ამა თუ იმ სკოლის წინაშე დგას.
მიმდინარე წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB გადაეცათ.
უფასო სახელმძღვანელოებს კი, ყველა მოსწავლე მიიღებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა წელს 292–ია.