ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლაში პოლარული დათვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს და კედლის გაზეთი დაამზადეს.
„ბავშვებში ასეთი სახის გაკვეთილმა დიდი დაინტერესება გამოიწვია და სამომავლოდ მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილიც გამოხატეს“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები