დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მე-2 კლასის (დამრიგებელი ირმა ჩალაური, მუსიკის მასწავლებელი ლია უნდილაშვილი ) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
ბოლოს, თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათებით მასწავლებლებს და დედებს 3 მარტი მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები