ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში - „საუბრები მომავალზე“ აქტიურად ჩაერთო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ონლაინ ჩართვით მოისმინეს სანდრო ასათიანის ლექცია თემაზე - ,,პროგრამირების ენები“ და სპეციალური ჩატის საშუალებით საინტერესო კითხვები დასვეს.
მოდერატორი და სკოლაში პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი ნათია მახარაძეა.
პროგრამა - „საუბრები მომავალზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაფორმალური განათლების ფარგლებში სხვადასხვა მიზნობრივი და მამოტივირებელი პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში IV-V კლასის მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემებს გაეცნობიან და სწავლების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრდება.
იხილეთ ფოტოები