ცაგერის მუნიციპალიტეტის, ზურაბ ეფაძის სახელობის ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე ღონისძიებით - ,,დღეგრძელობა და სიცოცხლე ყველა ქალს, დედას, ბებიას!“ აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები