აწყურის საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაწეული საკლასო და საკლუბო საქმიანობისთვის დაჯილდოვდა
06-03-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში - „მომავლის თაობა“.
 
სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელ თამილა ბაღანაშვილის ხელმძღვანელობით პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში მონაწილეობდნენ. 
 
2019 წლის 13 თებერვალს წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე  ელენე გამილაღდიშვილმა და ირინე დათოშვილმა თემაზე - ,,სანიავღვრე არხის გაწმენდა“ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.
 
პროექტის ფარგლებში გაწეული საკლასო და საკლუბო საქმიანობისთვის სკოლას პორტატული კომპიუტერი და სიგელი გადაეცა.
 
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH international-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203