ონის მუნიციპალიტეტის, სორის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეები საზეიმოდ აღინიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ჩანახატები და ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათებითა და ყოჩივარდებით მიულოცეს.
„საღამო მეტად სასიამოვნო და პოზიტიურ გარემოში წარიმართა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები