თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ევროპის თასზე ძიუდოში საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ნინო ლოლაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სკოლის აღსაზრდელი 52კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის დირექცია ნინო ლოლაძეს (კლასის ხელმძღვანელი ნინო ხოხობაშვილი) გამარჯვებას ულოცავს.
სკოლის აღსაზრდელის მწვრთნელი ლუდმილა ფერაძეა.
სკოლა მოსწავლეს შემდგომ წინსვლას და წარმატებას უსურვებს.