საახალწლოდ ბებია-ბაბუის სანახავად წავიდა აფხაზეთში მამასთან და ძმასთან ერთად, დედა თბილისში დარჩა სამსახურის გამო... ანდრია Izrune.ge-ს ტესტებს რომ არ ჩამორჩენოდა, დედა ყოველ ხუთშაბათს ახსენებდა საყვარელი დღის მოსვლას, მამას კი შორეულ მეზობელთან მიჰყავდა შვილი, რადგან მათ სახლში ინტერნეტი არ იყო...
აბლოთიების ოჯახმა სკოლის დაწყებისთვის უკან დაბრუნება რომ დააპირა, ე.წ საზღვარი ჩაიკეტა და ოკუპანტების წყალობით „არდადეგებიც“ გახანგრძლივდა...
ანდრია და მისი უმცროსი ძმა ალექსი, რომელიც უკვე იზრუნეს დიდ ოჯახს შემოუერთდა, დღეების განმავლობაში საათობით იდგნენ მამასთან ერთად და ე.წ საზღვრის გახსნას ელოდნენ... უიმედოთ შინ დაბრუნებულებს კი იზრუნეს ტესტების გავლა არ ავიწყდებოდათ, არც მშობლებს დავიწყებიათ ზრუნვა...
„ვნერვიულობდი, არ ვიცოდი რამდენხანს ვერ ვნახავდი ოჯახს, თან იმასაც განვიცდიდი, რომ ბავშვები სკოლის პროგრამას ჩამორჩებოდნენ. ერთადერთი Izrune.ge-ს ტესტების იმედი მქონდა, რომ ივარჯიშებდნენ და სწავლაზე იქნებოდნენ კონცენტრირებულნი,-“ თამუნა მირცხულავა, მშობელი.
საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და უკვე 24
თებერვლის „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღის“ დადგომისთანავე ტესტები ანდრიამ
დედასთან ერთად გაიარა და 100 ქულა მოიპოვა.
ბიჭებს განსაკუთრებით ინოვაციური და თანამედროვე პორტალი
მოსწონთ. საინტერესო ტესტები და წამახალისებელი დიპლომები მათ მოტივაციას ზრდის. ანდრია
ამბობს, რომ გამორჩეულად მათემატიკა იტაცებს, ალექსის კი ბუნება უყვარს.
დედა ჰყვება, რომ ბიჭები მოუთმენლად ელიან ყოველ ხუთშაბათსა
და თვის ბოლო კვირა დღეს, შედეგებს კი სიამაყით უზიარებენ ყველას:
„ანდრიას ჩართულობა და წარმატება რომ დაინახა, პატარამაც
მოისურვა ტესტების გავლა. ახლა ორივე მოუთმენლად ელოდება როდის მივუჯდები გვერდით,
თან ცდილობენ, ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და დამოუკიდებლად მოიპოვონ დიპლომები. შემდეგ
განიხილავენ საკითხებს, გამოცდილებასა და წარმატებას მეგობრებს უზიარებენ.“
ანდრია აბლოთია თბილისის N71 საჯარო სკოლის III/დ „მეგობრული
კლასის“ მოსწავლეა და დედას Izrune.ge-ს ინდივიდუალური
და გუნდური მიდგომები ძალიან ახარებს:
„დიდი მნიშვნელობა
აქვს როგორ გარემოში აღიზრდებიან ჩვენი შვილები, მახარებს მათი და მათი მეგობრების
წარმატება. პორტალთან ერთად ძალიან გუნდური გარემო იქმნება, ბავშვები ერთმანეთის წინსვლაზე
ზრუნავენ და თავადაც მრავალმხრივ ვითარდებიან. Izrune.ge-სთან ერთად სასწავლო პროცესი
უფრო სახალისო და მამოტივირებელი ხდება, მშობლებიც ძალიან დავახლოვდით და ერთად დავიწყეთ
ზრუნვა მათი ბედნიერი მომავლის შესაქმნელად.“