დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, (კლასის დამრიგებელი ნინო ნინიაშვილი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის ნანა ლომაძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ეს საინტერესოა“ მოამზადეს და პროექტის პრეზენტაცია გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს თემები - „ როგორ შეიქმნა კალამი?, „წყლის წვეთიდან სათვალემდე“, „ცეცხლი“, „ქაღალდის წარმოშობის ისტორია“ და „როგორ გადამუშავდება მეორადი ქაღალდი“.
პრეზენტაციაზე გამოვლინდა გამარჯვებული თემა - „როგორ გადამუშავდება მეორადი ქაღალდი“(თემაზე მუშაობდნენ ნინო ჯაბანიშვილი და მარიამ ჭურჭელაური).
პროექტის პრეზენტაცია მოსწავლეებმა სახალისო ცდით დაასრულეს.
იხილეთ ფოტოები