1-3 მარტს პოლონეთში კიკ-ბოქსინგში შეჯიბრი გაიმართა, რომელიც EUROPEAN GUP WORLD AMATEUR K-1 ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
შეჯიბრში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიაღწიეს წარმატებას:
მე-4 კლასის მოსწავლე ედვარდ კაზარიანმა მოიპოვა მე-2 ადგილი, ხოლო მე-4 კლასის მოსწავლე ედვარდ მნდლიანმა, მე-5 კლასის მოსწავლე ჰაკობ ხაჩატრიანმა, მე-7 კლასის მოსწავლე ედიკ კაკოსიანმა და შოთა ჩახოიანმა მე-3 ადგილი დაიკავეს.
იხილეთ ფოტოები