ვალის N2 საჯარო სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები წარმოადგინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, საცეკვაო ნომრები შეასრულეს და მშობლებსა და მასწავლებლებს დედის მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები