მარნეულის მუნიციპალიტეტის, ოფრეთის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ქრისტინე ლავრენტიევამ და ვიკტორ კლინკაროვმა სოფლის ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია - „ოფრეთის კვალდაკვალ“ მოამზადეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული პრეზენტაციით თავდაპირველად მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ კონფერენციაზე წარსდგნენ.
შემდეგ კი სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და პრეზენტაცია იქ გამართეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექცია.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, აქტივობის მიზანი საკუთარი სოფლის პოპულარიზაციაა. ამიტომ სკოლა მომავალშიც გეგმავს სხვა სკოლებში ზემო აღნიშნული პრეზენტაციის მოწყობას.
სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლას, სკოლის დირექციას და კოლექტივს თანამშრომლობისათვის.
აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.
იხილეთ ფოტოები