ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის №1 საჯარო სკოლაში პროექტის - „ტრადიციები და სახალხო დღესასწაულები“ ფარგლებში „მასლენიცა” აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა სოფლის დღესასწაული აღნიშნეს და ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში და გამოცანების გამოცნობში შეეჯიბრნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე საფრთხობელა მორთეს, რომლის გარშემოც იცეკვეს და იმღერეს, შემდეგ კი ტრადიციისამებრ, ზამთართან დამშვიდობების ნიშნად, დაწვეს.
ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა ბლინები, ჯემები და სამოვრის ჩაი მიირთვეს.
იხილეთ ფოტოები