თელავის N4 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
უფროსი კლასის მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ლიტერატურა წაიკითხეს. სავსე დარბაზი ყურადღებით უსმენდა გამომსვლელებს.
ღონისძიება წიგნის პოპულარიზაციასა და სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა.