მარტვილის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც 7-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტურნირში დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მაყურებელს დახვეწილი და ლამაზი თამაში უჩვენეს ცოტნე ჯანაშიამ, თორნიკე კეკუტიამ, ნიკუშა აშორტიამ, გიგლა კოკაიამ და ნიკუშა ჯანაშიამ.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებელს ბუთხუზ ნადარაიას მადლობას უხდის.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები