ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მასწავლებლები კარიერული წინსვლისთვის მზადებას განაგრძობენ
07-03-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიული განვითარების სქემაში აქტიურად არიან ჩართული.


სკოლაში შიდა შეფასების ჯგუფისათვის გაკვეთილები ტარდება.


III კლასის მასწავლებელმა ლეილა ბერიძე ბუნებაში თემაზე - „ნაყოფი და თესლი“ საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.


სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები - „გონებრივი იერიში“, ინტერაქტიული მინი-ლექცია, ილუსტრაციები და წინასწარ მომზადებული სლაიდ-შოუ გამოიყენა.


მოსწავლეებმა თესლის აღმოცენების შესახებ ვიდეო ფილმი ნახეს და მცენარის აღმოცენების ეტაპებზე იმსჯელეს. მასწავლებელმა ლეილა ბერიძემ გაკვეთილზე ჯგუფური თამაში - „ჩვენთან რესტორანში“ გამოიყენა.


მოსწავლეებმა მენიუ შეადგინეს და კერძებში შემავალი ინგრენდიენტები დაასახელეს, მცენარის ნაწილები, რომლებიც საჭმელად გამოიყენება. გაკვეთილმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მათი აქტიური ჩართულობა გამოიწვია.  მასწავლებლმა დაგეგმილი აქტივობებით სრულად შეძლო გაკვეთილის მიზნის მიღწევა და მოსწავლეთა დაინტერესება. ჩატარებულმა გაკვეთილმა შეფასების ჯგუფის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა.


ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში 9 უფროსი და 12 პრაქტიკოსი მასწავლებელია.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203