ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქეთო ღოღობერიძე და ეთერ ჯიქიძე, მხატვრული დიზაინი კი - მზია ყურშუბაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები