მესტიის მუნიციპალიტეტის, ბეჩოს საჯარო სკოლის, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნონა ფარჯიანის ხელმძღვანელობით, პოეზიის საღამო - „უსიყვარულოდ საქართველოში ვის გაუვლია, თვით საქართველო სიყვარულის თაიგულია“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ცნობილი პოეტების ლექსები წაიკითხეს, რომლებშიც გადმოცემულია სამშობლოს სიყვარული და რომანტიზმი.
მოსწავლეებმა ასევე ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.