კერძო სკოლაში - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ ოკუპაციის კვირეული ჩატარდა
07-03-2019

ბოლნისის კერძო სკოლაში - „დავითიანი-მარინა გორშკოვა“ ოკუპაციის კვირეული -  „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“ ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობამ საკმაოდ აქტიური კვირა დაგეგმა.

25 თებერვალს - კვირეულთან დაკავშირებით V - XII კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

26 თებერვალს გაიმართა კონფერენცია თემაზე - ,,ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.

27 თებერვალს მოეწყო ფილმის ჩვენება - ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, ,,საქართველოს ოკუპაცია“, “რუკის ცვალებადობა (1064 -2008)“.

28 თებერვალს სკოლაში კედლის გაზეთების კონკურსი გაიმართა და  კვირეულის შემაჯამებელი ვიქტორინა ჩატარდა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 

„სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კვირეულში,  განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან ისინი საქართველოს უახლეს ისტორიაზე მასალებს გაეცნენ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203