შუახევის მუნიციპალიტეტის, ცინარეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - ,,დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ გაიმართა.
ღონისძიება დედისა და ქალთა დღეებს მიეძღვნა.
ღონისძიებას პედაგოგი თამაზ ბერიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები