თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჩემი საყვარელი კომპოზიტორი“ ჩატარდა.
ღონისძიებაში სკოლასთან არსებული მუსიკალური სტუდიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ სახელწოდების ღონისძიება სკოლაში ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია დამსწრე საზოგადოებას ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება გააცნოს.
ამჯერად სტუდიის მოსწავლეებმა მაყურებელს მერაბ მერაბიშვილის ნაწარმოებები წარუდგინეს.
„ღონისძიება სასიამოვნოდ წარიმართა და მაყურებელიც ძალიან კმაყოფილი დარჩა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები