ასპინძის სკოლის მოსწავლეები სტუმრებს ღონისძიების ბოლოს ჩაითა და ბლინებით გაუმასპინძლდნენ
28-02-2017

ასპინძის სკოლის რუსული ენის პედაგოგების ხელმძღვანელობით ძველი რუსული დღესასწაული ''მასლენიცა'' (ყველიერი) გაიმართა.

ეს დღესასწაული შენდობის კვირას აღინიშნება. სკოლის ღონისძიებაში VI, VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

დღესასწაული რუსული ბლინებით,  ჩაითა და მურაბით აღნიშნეს. მოსწავლეები ერთმანეთს ძველ რუსულ თამაშებში ეჯიბრებოდნენ. მღეროდნენ რუსულ სიმღერებს, ცეკვავდნენ ხალხურ ცეკვებს.

ღონისძიების ბოლოს სტუმრებს ჩაითა და ბლინებით გაუმასპინძლდნენ.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203