მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისის საჯარო სკოლას, პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების გზით’’ ფარგლებში აზერბაიჯანელი მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრებმა ადგილობრივი სამზარეულო - კერძოდ აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძები დააგემოვნეს და მათი მომზადების წესს გაეცნენ.
საღამოს ფოლკლორული წარმოდგენები გაიმართა.
„აღნიშნული აქტივობა ემსახურება მეზობელი საზღვრისპირა ქვეყნების კულტურის გაცნობას და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები