ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
07-03-2019
ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“ მონაწილეობდნენ. 

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსწავლეებს, მარიამ ზათიაშვილს (III კლასი) და ანი გაწირიძეს (IV კლასი) სერტიფიკატები გადაეცათ. 

მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის და კახეთის მასშტაბით მეექვსე ადგილის დაკავებისთვის IV კლასის მოსწავლე, დუდა ჭინჭარაშვილი სიგელით დაჯილდოვდა. მას ასევე საჩუქრად გადაეცა წიგნი ,,ოლიმპიადა ევერესტის ამოცანათა კრებული II-VI კლასი“. 

მადლობის ფურცელი გადაეცა მათემატიკის მასწავლებელს, ლეილა ფიცხელაურს - მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტის“ 2018 წლის საშემოდგომო სეზონში მისი მოსწავლეების წარმატებული მონაწილეობისათვის. 

ფშაველის საჯარო სკოლა მოსწავლეებს შემდგომ წინსვლასა და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203