ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N4 საჯარო სკოლაში, სპორტის მასწავლებლის გელა აზირაშვილის ხელმძღვანელობით, მაგიდის ჩოგბურთში შიდა სასკოლო შეჯიბრი ჩატარდა.
ერთმანეთს VII-IX კლასის გოგონები და ბიჭები შეეჯიბრნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობაში მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული, ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ და ამხნევებდნენ. კვირეულის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული.
იხილეთ ფოტოები