ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, იანეულის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ - დედაზე დაწერილი ლექსები და გამონათქვამები წაიკითხეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები