გურჯაანის მუნიციპალიტეტის არაშენდას საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებელმა, ნინო მოსულიშვილმა, სკოლაში მოიწვიეს მშობლები და მასწავლებლები.
მათ ღონისძიება სახელწოდებით „ისეთი ლექსი ვერ ვთქვათ ვერავინ, დედას რომ მართლაც შეეფერება“ გამართეს.
მოსწავლეებმა მშობლებს მიულოცეს გაზაფხულის დადგომა და დედის დღე.
„ჩვენს პატარებს სიურპრიზიც ჰქონდათ მშობლებისთვის. მათ დაწერეს ესეები, სადაც გაიხსენეს ბავშვობა და გამოხატეს დედისადმი სიყვარული. ნამუშევრების პრეზენტაცია მოეწყო ღონისძიების ბოლოს. ყველა მშობელმა თავად ამოიცნო თავისი შვილის ნამუშევარი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები