ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, აგარის საჯარო სკოლაში ქალთა დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ბოლოს კი დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები