ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, 8 მარტი აღნიშნეს.
ზეიმში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ ამ თემისადმი მიძღვნილი ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
„დღემ არაჩვეულებრივ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეების გამოსვლით აუდიტორია ნასიამოვნები და გახარებული გახლდათ“ - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები